პორტუგალიასთან მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ვინ ითამაშებს და ვინ არა ნაკრებში, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
“გასული მატჩები უკვე შევაფასეთ და ახლა პორტუგალიაზე ვფიქრობთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ის გუნდის წევრია. რამდენიმე ვარიანტი იყო, მაგრამ ცოტა დრო მიეცა. მე არ მინდა პოლიტიკას შევეხო. არასაფეხბურთო მიზეზები არ არსებობს, ვინ თამაშობს და ვინ არა, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა და ამ აურზაურის გამო კარგ ხასიათზე არ ვარ”,_ განაცხადა სანიოლმა.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა აღნიშნა, ისიც, რომ კიტეიშვილი პორტუგალიასთან მატჩისთვის მზად იქნება.
“პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. აქ ყოფნაც დიდი გამარჯვებაა. ვინმეს რომ ეთქვა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნებოდა, ვერ დავიჯერებდი,” _ განაცხადა ვილი სანიოლმა.