თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.
“სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Metromoney-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ერთწლიანი სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა”,_ აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.