სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.
20-წლამდელთა პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში მედლები საღამოს გათამაშდება, საქართველოს დროით 20:00 საათიდან.
პირველი ხუთი წონის შედეგებით, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. დღეს კი, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად იჭიდავებს ორი ქართველი: რატი ხოზრევანიძე (67 კგ) და ნიკა ღლონტი (72 კგ).
ხოზრევანიძე რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელ ფარაიმ მუსტაფაევს დაეჭიდება.
ღლონტის მეტოქე ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე ილია ვალევსკი იქნება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ნიკა ღლონტმა, რომელიც წინ წარმატებით მიიწევდა, ტრამვა მიიღო.
გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს!
ავტორი