ირაკლი აბაშიძე ლენინგრადში პოეტთა დელეგაციას გზავნის.
მოსაგვარებელი დარჩა მთავარი საკითხი – ვის დაავალოს დელეგაციის ხელმძღვანელობა. დელეგაციაში ორი “წონიანი პოეტია”, ალიო მირცხულავა და კარლო კალაძე.
იფიქრა, იფიქრა და ხონურ-გენიალურ გამოსავალს მიაგნო. კარლო კალაძეს უხმო:
– ჩემო კარლო, ლენინგრადში რომ ჩახვალთ, ჟურნალისტები დაგეხვევიან. ყველაზე პოეტური შესახედაობა შენ გაქვს და პირველად შენთან მოვლენ. პირველი შეკითხვა ასეთი იქნება: ვისი მეთაურობით ჩამოხვედითო? რა გენაღვლება, უთხარი, საშუალო პოეტი ალიო მირცხულავაა ხელმძღვანელი-თქო. სინამდვილეში შენ იყავი.
ავტორი