თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს ლიდერთა სამიტის წინ გააფრთხილა ნატოს მოკავშირეები, რომ არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც შეიძლება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უკრაინაში ომში ჩართოს,_ იუწყება Bloomberg.
„უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას, ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ ნატო არ გახდეს ომის მხარე“, – თქვა ერდოღანმა ანკარის აეროპორტში ვაშინგტონში გამგზავრებამდე.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.