არასრულწლოვანი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.მომხდარის შესახებ ინფორმაციას ajaratimes ავრცელებს.
შემთხვევა ბათუმში დღეს დილით მოხდა. 17 წლის ბიჭი ახლა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულოდან გადმოვარდა.
შსს განმარტეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მომდინარეობს.