თბილისში, გლდანში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილი ინდოელია, ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მცხოვრები ორი პირი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავის 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.