“როდესაც ევროპულ ღირებულებებზე იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს.
მისივე აღიარებით, ჯარისთვის მოპარული ფულით, საქართველოში ის პარტიებს, ენჯეოებს და მედიას აფინანსებს.
დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის”,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს.