სამტრედიაში, ერთ _ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თავდაპირველად, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით _ ქუთაისში.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველება მალევე შეძლეს. “კონტაქტური იყო. როგორც ჩანს, ბევრი კვამლი გადაყლაპა. რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს”,-ამბობენ ადგილობრივები.