დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო, ინგლისში მყოფ პირებს ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
როგორც BBC იუწყება, ინგლისის ყველა რაიონში გამოკრულია გაფრთხილება, რომელიც ოთხშაბათამდე იქნება ძალაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ჰაერის ტემპერატურამ ინგლისის ზოგიერთ რაიონში შესაძლოა 32 C გრადუსს გადააჭარბოს.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხელმა ამინდმა შეიძლება გამოიწვიოს “სიკვდილობის შესამჩნევი ზრდა პოპულაციაში, განსაკუთრებით 65-ზე მეტი ასაკის მქონე პირების ჯგუფში ან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებში, მაგრამ ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ ასევე შეიძლაბა ზემოქმედება მოახდინოს ახალგაზრდებზეც”.