რუსეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა გააკრიტიკა ამერიკის ხელისუფლების რეაქცია უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკი ოლქში შეჭრაზე, _ იუწყება lenta.ru
ანტონოვის თქმით, ამერიკელ ჩინოვნიკებს არ დაუგმიათ უკრაინელთა მოქმედება და არც სინანული გამოუთქვამთ კურსკის ოლქში ამ ოპერაციის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო.
„რუსეთის საზღვარი წმინდაა და ვერც ერთი ტერორისტი ვერ გაექცევა შურისძიებას. აშშ-მ უნდა შეუწყვიტოს იარაღის მოწოდება უკრაინას და დასაჯოს ნეონაცისტები“, _ ამბობს ანტონოვი.