აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის მეთიუ მილერის თქმით, ირონიულია, როცა რუსეთის მმართველი პუტინი კურსკში მიმდინარე მოვლენებს უკრაინის მხრიდან „პროვოკაციად“ აფასებს, _ იუწყება pravda.com.ua.
მილერი ამბობს, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ უკრაინასთან კავშირზე იმყოფება, თუმცა, მიმდინარე მოვლენებზე უკრაინელთა მაგივრად კომენტარს ვერ გააკეთებს.
„მე გავეცანი რუსეთის ხელისუფლების განცხადებას. მათი მხრიდან ირონიულია (It’s a bit rich coming from them _ ორიგინალი) იმის განცხადება, რომ უკრაინის ქმედება პროვოკაციულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა, 2014 წლიდან დაწყებული, დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, _ თქვა მილერმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, როგორ უნდა განახორციელოს საომარი მოქმედებები, იღებს თავად უკრაინა.