BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი ახორციელებს მოსახლეობის ევაკუაციას უკრაინასთან მეორე სასაზღვრო რეგიონიდან, რადგან უკრაინა აგრძელებს მოულოდნელ შეტევას.
რუსეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ბელგოროდის რეგიონში დაახლოებით 11 000 ადამიანი გადაიყვანეს საზღვართან “მტრის მოქმედების” გამო.
ბელგოროდი მდებარეობს კურსკის გვერდით – სადაც უკრაინელმა ჯარებმა მოულოდნელი შეტევა განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე გასულ სამშაბათს.
მას შემდეგ უკრაინული ძალები დაწინაურდნენ 18 მილამდე (30 კმ) რუსეთის შიგნით – ყველაზე ღრმა შეჭრა ქვეყანაში მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. კიევი აცხადებს, რომ მასში ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობს.
BBC- ის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის რეგიონიდან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, უკვე 76 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ასევე, კურსკში, ორშაბათს ბელოვსკის რაიონში მცხოვრებ ხალხს – სადაც 14000 მოსახლეა – მოუწოდეს ევაკუაციისკენ.
ბელგოროდში – კურსკის სამხრეთით მდებარე რეგიონში – კრასნაია იარუგადან დაახლოებით 11 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ბელგოროდი ასევე სარაკეტო განგაშის ქვეშაა – გუბერნატორმა დღეს დილით ხალხს უთხრა, ჩასულიყვნენ სარდაფებში.