“ქართული ოცნების” დელეგატი გურიაში ვასილ ჩიგოგიძე იქნება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. ჯერჯერობით, ცნობილია, 22 დელეგატის ვინაობა, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში.
გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო: დავით სონღულაშვილი
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი: ირაკლი ქადაგიშვილი
რუსთავი-გარდაბნის ისტორიული სოფლები: ირაკლი შატაკიშვილი
მარნეული-გარდაბანი: ზაურ დარგალი
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა: დავით შერაზადიშვილი
ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი: ანტონ ობოლაშვილი
ახალქალაქი-ნინოწმინდა: სამველ მანუკიანი
მცხეთა-მთიანეთი: დიმიტრი ხუნდაძე
გორი-კასპი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ხაშური-ქარელი: ზაზა დუგლაძე
ქუთაისი: ზაზა ლომინაძე
წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი: გივი ჭიჭინაძე
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული: პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული: ზვიად შალამბერიძე
ზუგდიდი: დათო კოდუა
ფოთი-ხობი-სენაკი: გიორგი ხახუბია
მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ: ილია ინჯია
გურია: ვასიკო ჩიგოგიძე
რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი: გოჩა ენუქიძე
ბათუმი: აჩიკო ბერიძე
ქობულეთი: გია ჭყონია
ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო: ანზორ ბოლქვაძე.