“ბატონი ხუხაშვილის ნებისმიერი კომენტარი არასერიოზულია რა თქმა უნდა. იგი ჩვენ გავაგდეთ ჩვენი გუნდიდან, შესაბამისად, არის გაბოროტებული, შურით სავსე პიროვნება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ჩვენი გუნდიდან გაიტანა, ორად დავყოფდი მაგ თემას: ერთი, რომ “ქართული ოცნების” გუნდი ასეთი შეკრული, ასეთი შედუღაბებული, ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა და მეორე – ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს არც ჩვენი მოსახლეობისგან და არც ჩვენი პარტნიორებისგან. შესაბამისად, როდესაც დასამალი არაფერი გაქვს, გასატანიც არაფერია. ბატონ ხუხაშვილზე იმასაც ვიტყოდი, რომ იგი დადასტურებულად არის ორი ქვეყნის აგენტი. მე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, თუმცა, ჩვენ ეს დადასტურებულად ვიცით და შესაბამისად, არასერიოზული არის მისი მხრიდან ნებისმიერი სახის კომენტარი,” – განაცხადა მაჭავარიანმა.