ბახმაროში შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე წუთის წინ სიტყვით მიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ.
მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბახმაროში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე.
“ვიცით, არის შიდა გზების პრობლემა. უკვე შემდეგი წლიდან ვიწყებთ და მნიშვნელოვნად ახალი შიდა საგზაო ინფრასტრუქტურით შევალთ უკვე 2025 წელს”,_ განაცხადა შარაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფერისცვალობის დღესასწაულთან დაკავშირებით დილას საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა ბახმაროში მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარში, რის შემდეგაც დაიწყო დოღი, რომელიც ტრადიციულად ბახმაროში ყოველ 19 აგვისტოს ტარდება.