გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა – თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
შემთხვევის დროს ადგილზე სადგურის პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაიწვა მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი და დაზიანდა გაზგასამართი სადგურის კონსტრუქცია.
დაშავებული “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც პირველადი დახმარება ჩაუტარდა და შესაბამის კლინიკაში გადაიყვანენ.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია მუშაობდა.
რა გახდა აფეთქების მიზეზი – ჯერჯერობით უცნობია.
რუსთავი2