მართალია, სამტრედიელმა რეზი გუძუაძემ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსება მოიპოვა, სწავლას საქართველოში არ აპირებს.
რეზი საერთაშორისო განათლების ცენტრისა და უნგრეთის დაფინანსებული ტემპუსის ფონდის კონკურენტული პროგრამის, Stipendium Hungaricum-ის გამარჯვებულია და Corvinus University-ში, ბუდაპეშტში, სრული, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის.
რეზი გუძუაძემ სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლა წელს ოქროს მედალზე დაამთავრა. ვინაიდან პროგრამა საკმაოდ ხანგრძლივ ეტაპებს მოიცავდა და უნგრეთის მთავრობიდან საბოლოო პასუხი არ იცოდა, ამიტომ დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე. ასევე ამერიკაში ფლექსის გაცვლითი პროგრამის გამო ვერ მოემზადა და უნდოდა, მეთერთმეტე კლასში, რეპეტიტორებთან მიღებული ცოდნით თავი გამოეცადა. გაუმართლა და ისეთი მაღალი ქულები მიიღო, თავისუფალი უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა.
თუმცა, როგორც თავში მოგახსენეთ, რეზი საქართველოში სწავლის გაგრძელებას არ აპირებს.