დიმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, კულებამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც წინა კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის ცვლილება გარდაუვალია.
უკრაინის პრეზიდენტმა ამის მიზეზად რუსეთთან ომის ფონზე მთავრობის გაძლიერება დაასახელა.