ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.
ფესტივალზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა კულინარიული და სპინინგით თევზჭერის მასტერკლასები. სტუმრების განწყობაზე ,, OCEAN DRIVEM” და DJ DATOKIMO-მ იზრუნეს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved