კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თემის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროექტების განხორციელებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია შემოქმედის თემის მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობებს სამ სკოლაში, შემოქმედში, გომსა და კვირიკეთში ახორციელებს. გამორჩეულად ლამაზი სასწავლო წლის დასაწყისი ჰქონდათ ადგილობრივებს წელს, კომპანიის წარმოამდგენლებმა წინა საღამოს საზეიმოდ მორთეს სკოლის შენობა და ბავშვების საყვარელ ზღაპრის გმირებთან ერთად ესტუმრნენ სკოლას.
„გასული წლიდან მოყოლებული საკვირაო სკოლის ფარგლებში ჩვენი კომპანია ცნობიერების ამაღლების კამპანიას – „ვუფრთხილდებით გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“ – ატარებს შემოქმედის თემში , სამი სკოლის 60-მდე მოწაფეა ჩართული ტრენინგებში, განსაკუთრებული ბავშვები, ნიჭიერი, გონიერი და პასუხისმგებლიანი თაობა მოდის გურიიდან, ადგილობრივი პედაგოგების წვლილი ფასდაუდებელია მათი ცოდნის, განათლების და სწორ ღირებულებეზე ორიენტირების კუთხით. წლის ბოლოს გურიის სერტიფიცირებული ენერგო-ელჩები ავირჩიეთ, ეს ბავშვები შეძლებენ გაუფრთხილდნენ და დაიცვან საკუთარი თემი, სოფელი, გარემო და სამშობლო, მათ აქვთ უნარი ჯანსაღი, არგუმენტირებული ლოგიკით შეძლონ დაასაბუთონ ქვეეყნის განვითარებისთვის განახლებადი ენერგიების მნიშვნელობა, როლი და საკუთარი წვლილი შეიტანონ ახლაც და მომავალშიც ქვეყნის წინსვლაში. ჩვენთვის და ჩვენი ტრენერებისთვის დიდი სიამოვნებაა ამ ბავშვებთან ერთად განათ(ლ)ებული მომავლის შენება. წელს ახალი თაობა (მერვეკლასელები) შემოგვიერთდება ტრენინგების ნაწილში, ერთად გვიხარია სასწავლო წლის დაწყება და მისალოცად მივედით, პირველკლასელებს და მათ მშობლებს „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადავეცით. ბევრი საინტერესო პროექტი გველის უკვე ოქტომბრის თვიდან, როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობით“ – გვიამბობს სასკოლო აქტივობებზე ეკა ნონიაშვილი, „პარვუს ჯგუფის“ კომუნიკაციების მენეჯერი. კომპანია ულოცავს ყველა მოსწავლეს სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ და ნაყოფიერ წელს უსურვებს.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved