ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბრიტანელი მამაკაცი სასაფლაოებთან თავის მოჩვენებად გასაღებისთვის და “ვუუუუუს” დაძახებისთვის დააჯარიმეს.
ანტონი სტალარდი თავის მეგობრებთან ერთად სვამდა, როდესაც სასაფლაოზე ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა გადაწყვიტა.
უმუშევარი 24 წლის ახალგაზრდა სასაფლაოზე მაშინ შეამჩნიეს, როდესაც მოჩვენების ხმებს გამოსცემდა და ხმამაღლა ყვიროდა. მან სასაფლაოებზე მისული ხალხი საკუთარი ქცევით შოკში ჩააგდო.
ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისი ქცევით შეურაცხყოფილმა ერთ-ერთმა ქალბატონმა პოლიციაში დარეკა და პოლიციას ნტონის საქციელის შესახებ აცნობა.
ანტონი სტალარდმა თავი დამნაშავედ აღიარა მუქარის და ხალხის შეურაცხყოფის გამო, “Portsmouth Magistrates”-ის სასამართლო სხდომაზე. ის 35 ევროთი დააჯარიმეს. ამასთან ერთად, მას კიდევ სამთვიანი პირობითი სასჯელი დაემატა წინა შეურაცხმყოფელი საქციელის გამო.
ავტორი