გვიან ღამით, უშგულში კაფე-ბარი “ენგური” მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანძრის უკვე მესამე შემთხვევაა.
როგორც “მთის ამბები” იუწყება, 14 სექტემბერს, სოფელ ჭუბერში დაიწვა მურმან ჩხვიმიანის სახლი. იქაც ყველაფერი განადგურდა. მანამდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა ხაიშში.
იდლიანის, ხაიშის, ჭუბერის, ნაკრასა და ლახამულას მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს, რომ სახანძრო სამაშველო პუნქტი ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლებშიც შეიქმნას.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახური ჯვარშია, რომელიც ხაიშიდან დაახლოებით 50 კილომეტრით არის დაშორებული.