რუსთავში, ხარების ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ კელიაში ხანძარი იყო,_ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
როგორც ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი აცხადებს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტრი სადენები გახდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.