ბახვი ჰესის ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურების სათავე და ჰესის შენობები დაკავშირებულია ერთმანეთთან სადაწნეო მილსადენით.
კომპანია ბახვი ჰესი მილების მწარმოებელ თურქულ კომპანიასთან NOKSEL თანამშრომლობს. პროექტის ფარგლებში, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში განთავსებული მილების ფოლადის მარკაა 355J2 და X-65. რეკულტივაციის, ეროზიისა და ვიზუალური ზემოქმედების შემცირების მიზნით, ბახვი ჰესის პროექტის, ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურის დაბალი წნევის მილსადენის ყრილზე, ე.წ. მოლის ბალახი, ანუ კოინდარი დაითესა. კომპანია ასევე, გამოიყენებს ჰიდრო თესვის აპარატს, რომელიც რთულად მისასვლელ ადგილებშიც შესაძლებელს ხდის თესვას. #ჩვენერთადვაშენებთ |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved