კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების: „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“, „ტელეიმედი“, „რუსთავი2“ („მედია ჰოლდინგი“), „სტუდია მაესტრო“, „პოსტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო”, „სილქ მედია“ და „ილიონი“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
“კომისიამ მმართველი პარტიის რგოლის განუთავსებლობის საბაბით განმეორებით დასაჯა სამი კრიტიკული მაუწყებელი” “ტელეკომპანია პირველი”, “ფორმულა” და “მთავარი არხი”.
სამართალდარღვევის ოქმების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. სადავო საკითხებს შორისაა მესამე პირების უფლებების დარღვევის რისკები, რომლებიც “ქართული ოცნების” უფასო პოლიტიკური რეკლამის მიხედვით, ჩანან პოლიტიკური ანგარიშსწორების და აგრესიის სამიზნეები ხდებიან”,_ აცხადებს მედიაომბუდსმენი.