რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა უარყოფითად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას წელს მეორე „მშვიდობის სამიტის“ ორგანიზების შესახებ რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით.
„რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და არც აპირებენ მონაწილეობას „ბურგენშტოკის პროცესის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებში.
ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ უარს კრიზისის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ მართლაც სერიოზული წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებენ „ადგილზე“ არსებულ ვითარებას, გეოპოლიტიკურ რეალობას და შესაბამის ინიციატივას”,_ განაცხადა ზახაროვამ.