ისრაელის ჯარისკაცებმა დაარბიეს “ალ ჯაზირას” ბიურო რამალაში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე,_ ამის შესახებ ინფორმაციას al jazeera ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მძიმედ შეიარაღებული და ნიღბიანი ისრაელელი ჯარისკაცები ძალით შევიდნენ ალ ჯაზირას ბიუროს შენობაში და 45-დღიანი დახურვის ბრძანება გადასცეს ქსელის დასავლეთ სანაპიროს ბიუროს ხელმძღვანელს, ვალიდ ალ-ომარის.
ალ-ომარიმ თქვა, რომ ისრაელის სამხედროების დახურვის ბრძანებამ ქსელი დაადანაშაულა “ტერორიზმის წაქეზებაში”.
“ალ ჯაზირას” ჯივარა ბუდეირმა თქვა, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა მათ კამერები ჩამოართვეს. ბუდეირიმ თქვა, რომ შიშობს, რომ სამხედროები შესაძლოა სცადონ “ალ ჯაზირას” არქივების განადგურება, რომლებიც ინახება ოფისში.