დღეს, დილიდან, ოზურგეთში ერთი კილოგრამი წაბლი ოთხი ლარი ღირს. მისი ჩაბარება ყველა იმ პუქტში ხდება, სადაც აქამდე თხილს იბარებდნენ და იბარებენ დღესაც. ცოტა ხნის წინ, წაბლს ხუთ ლარადაც იბარებდნენ, ხოლო გასაყიდი ფასი დახლებზე ექვსი ლარი იყო. ახლა უფრო მეტად შემოვიდა და ფასმაც დაიწია.
_რა ხდება თხილის ირგვლივ?
_„თხილის და წაბლის ფასი „დაძმობილდნენ“, – გამოგვძახეს ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე თხილის მიმღები პუნქტებიდან.
_როგორ? ერთი კილოგრამი თხილი 2 ლარი ღირს, ბატონო!
_ეგ არის „ნაგერა“ ანუ ნაგავი! მოიტანეთ კარგი თხილი, გავტეხავთ ათ ცალს და რამდენიც საღი იქნება, ჩვეულებრივად, 50-60 თეთრის ანგარიშით გაგისწორებთ ფასს.
_აკი, მაინც არ იხდიან 4-5 ლარს, საღიც რომ მიიტანოო?
_ვინ თქვა ეს?
_ყველა ასე ლაპარაკობს!
_ჰოდა, იტყუებიან, ბატონო! მობრძანდით, მოიტანონ ხარისხიანი თხილი და ნახავთ თუ არ გადავუხდით!
ასეთი დიალოგი შედგა ახლახან ჩვენსა და თხილის მიმღებ პუნქტებში დასაქმებულ ოპერატორთა შორის.
მათი ხუმრობაც, რომ თხილის და წაბლის ფასი გათანაბრდა „დაძმობილებით“, ასეთ შემთხვევაში, სიმართლეა.
ავტორი