ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში “ბასრა 1”, “ბასრა 2”, “ბასრა 3”, “ბასრა 4” გზშ-ს განხილვა. სოფლის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრის დაწყების დროს აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირებისთვის ხდება ინფორმაციის მიწოდება და შეხვედრის დროს ველოდებით კითხვებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის თქმით, წელს ზაფხულში მათ მიმართა “პარვუს ჯგუფმა”, ისინი აპირებდნენ სიმძლავრის გაზრდას და აქედან გამომდინარე, ჯერ სკოპინგის ანგარიშის განხილვა მოეწყო. შეხვედრაზე დაფიქსირდა შენიშვნები და კითხვები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის გზშ-ს განხილვა. სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლის შემდეგ დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაიწყო ჰესების მშენებლობის დოკუმენტაციის გაცნობა. მისივე თქმით, დადებითი დასკვნის აღების შემთხვევაში კომპანია დაიწყებს ჰესების მშენებლობას.
როგორც “გურია ნიუსისთვის” არის ცნობილი სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკომ” წარადგინა შენიშვნების და რეკომენდაციების სია.
რა გაითვალისწინეს და რა შეიცვალა პროექტში მოგვიანებით შემოგთავაზებთ.