რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც რვა ადამიანი გარდაიცვალა, 11 დაიჭრა, ხოლო 113 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი სუმის „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს.
მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.