თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, რუსი ტურისტი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და დაიღუპა – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი გადასასვლელში ვიდეოს გადაღების დროს ჩავარდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა აღნიშნული ვიდეოც.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით მალე შემოგთავაზებთ.