ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ მათ ათეულობით რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით.
თუ ისრაელი საპასუხო რეაქციას მიიღებს თეირანის პასუხი იქნება “უფრო გამანადგურებელი და დამღუპველი”, იუწყება ირანის სახელმწიფო ტელევიზია.
Tims of Israel-ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, სარაკეტო თავდასხმის ფონზე ბენ გურიონის აეროპორტში ავიარეისების მიღება და გაშვება შეჩერდა.
ისრაელის საავიაციო სამსახური აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე დაკეტილია. ფრენები გადამისამართებულია ალტერნატიულ მიმართულებებზე ისრაელის გარეთ.
იორდანია და ერაყი ასევე აცხადებენ, რომ მათი საჰაერო სივრცე დროებით დაიკეტა.