დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 32 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, _ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს სოფელ გამარჯვებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს. გარდაცვლილს სანადირო თოფიდან მიყენებული ჭრილობა აქვს.
ახლობლებს აქვთ ვერსია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, საკუთარი სანადირო თოფის წმენდისას, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
გარდაცვალების რეალური მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.