გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან ქალი გადმოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი სარეცხს ფენდა რა დროსაც მას ფეხი დაუცდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განიცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.