BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ხუთი ჭურვი გაისროლეს თელ-ავივში ღაზას ზონის ხან იუნისის რაიონიდან.
ჰამასმა დაადასტურა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი იყო.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა (MDA) განაცხადა, რომ 30 წლამდე ასაკის ორი ქალი “მსუბუქად დაიჭრა” მას შემდეგ, რაც ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ნამსხვრევები მოხვდა.
MDA დასძენს, რომ დაზარალებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში და არიან “კარგ მდგომარეობაში”.