უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს ოთხშაბათს უკრაინის პარლამენტს წარუდგინოს გეგმა რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების შესახებ. მას შემდეგ რაც გეგმა დასავლელ მოკავშირეებს წარუდგინა, რომლებიც როგორც euronews წერს, გეგმით არ აღფრთოვანებულან.
ეგრეთ წოდებული “გამარჯვების გეგმა” – ასახავს პირობებს, რომლითაც უკრაინა მზად იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის – ბევრის აზრით უკრაინის ბოლო საშუალებად რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მომავალ მოლაპარაკებებში ძალის გასაძლიერებლად. თუმცა არცერთ ქვეყანას ამ დრომდე საჯაროდ არ დაუჭერია მხარი ან კომენტარი გაუკეთებია მასზე.