25 ოქტომბერს, ლარის კურსის შესანარჩუნებლად, ეროვნულმა ბანკმა კიდევ 40 000 000 დოლარი გაყიდა.
“2024 წლის 25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7199 შეადგინა”, _ იუწყება ეროვნული ბანკი.