„კოალიცია ცვლილებისთვის” აცხადებს, რომ “ოცნებამ” სქემით, რომლის გახორციელებაც არჩევნებამდე დაიწყო, შეძლო უბანზე ხმები “გაეოთხმაგებინა”.
„ჩვენ ვამუშავებთ რამდენიმე სქემას და ერთი რაც შეგვიძლია დანამდვილებით, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ” რეგისტრატორებთან ერთად და მათ შორის ბოლო 3 თვის განმავლობაში, როცა ის პირველად ართმევდა ID ბარათებს თავის ამომრჩევლებს, რითაც მოახდინა დაზუსტება საკუთარი ამომრჩევლის, მათი მონაცემების გაციფრულება და სხვადასხვა უბანზე ვერიფიკაციის აპარატებში ჩამატება, დუბლირებით ჩამატება. საშუალოდ 30-დან 50 ათასამდე ამომრჩეველს, „ქართული ოცნების” ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე მისვლით შეეძლო გაეოთხმაგებინა, ანუ 200 ათასი ამომრჩევლის შედეგი დაეფიქსირებინა.
ამას გვიმტკიცებს ორი არგუმენტი: ერთი, ის, რომ ამის დამზღვევი შეიძლება ყოფილიყო მარკირება და მარკირებას აკეთებს რეგისტრატორი, რომელიც არიან „ქართული ოცნების” წევრები და მათ მიერ დანიშნული – ერთი წლის წინ იქნა მიღებული კანონი: რეგისტრატორი არის ოლქის მიერ დანიშნული წევრი, რომელიც არის „ქართული ოცნების” მიერ შერჩეული.
ამასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოო შედეგებით, ჩეკებით, როცა მონაცემები შემოვიდა, დაახლოებით, 45 ათასი არის დისბალანსი საბოლოო შედეგებში, რაც ბიულეტენები ამოვიდა და აქტივობას შორის”, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, თენგო თევზაძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით აუცილებელია გარე აუდიტის გაკეთება, ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რათა დადგინდეს, იმ აპარატში ნამდვილად იყო თუ არა სხვა პირადობები შეყვანილი, რომლითაც შეეძლოთ სხვადასხვა უბანზე მისვლა და ხმის მიცემა ისე, რომ ვერიფიკაციის აპარატს, არ გამოცემა შესაბამისი სიგნალი.