ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიციის სტატუსით კი პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება.
მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 მანდატი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
ამ დროის ინფორმაციით, 3 111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 100 უბანი.