„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან მრავალმხრივი მანიპულაციის შედეგებია ასახული ბიულეტენებში და ოლქებში. სიების პრობლემა, გაორების პრობლემა, პირადობის მოწმობების პრობლემა და ის, რომ მარკირება არ ხორციელდებოდა, ჯამში იძლევა მასობრივი მანიპულაციების საშუალებებს,“ – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ღამის განმავლობაში აანალიზებდა უბნებზე არსებულ შედეგებს და ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს შედეგები არის მრავალმხრივი, სხვადასხვა საშუალებებით მანიპულაციებით მიღწეული შედეგები, ანუ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან მრავალმხრივი მანიპულაციის შედეგებია ასახული ბიულეტენებში და ოლქებში. პირველი და მთავარი, რაც გუშინ გამოვლინდა მასიურად, ეს იყო საარჩევნო უფლების განხორციელების შემთხვევაში ფუნდამენტური უფლების, ფარულობის დარღვევა, ფარულობის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ამომრჩეველს ჰქონდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ამბობდა იმას, რომ ბიულეტენიდან ჩანდა ხმის მიცემის ფაქტი , ანუ გადაბრუნებულ ბიულეტენზე ჩანდა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, ეს იყო მაისური და ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაკეთების შესაძლებლობა.
რაც შეეხება ახალი სისტემით არჩევნების ჩატარებას, პირველი და მთავარი – ვერიფიკაციის აპარატებში არსებული საარჩევნო სიები, არ იყო გამჭვირვალე. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიებზე დაკვირვების და გაორების გადამოწმების. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც არც დამკვირვებელს, არც წარმომადგენელს, არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა სიების გადამოწმების, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გაორებები მოეხდინათ სიებში და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვცეს წვდომა როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე, ასევე ვერიფიკაციის დამადასტურებენ ქვითრებზე, რომლებიც არის დალუქული და ინახება ცესკოში, რადგან ერთად გზა, რომლითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავამტკიცოთ მასობრივი გაყალბებები, ეს არის ამ დოკუმენტაციის გადამოწმება.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არაერთხელ არჩევნებამდე ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ხდებოდა და ეს პირადობები სად იყო, როგორ იყო, როგორ გააყალბეს, როგორ შექმნეს დამატებითი პირადობის მოწმობები, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების საკითხი. უშუალოდ ეს საკითხი პირადობებთან დაკავშირებით დაკავშირებულია ისეთ მასობრივ პრობლემასთან, როგორიც არის მარკირება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრგან და ამას ჰქონდა მასიური ხასიათი, რომ მარკირების სითხე არ იყო სათანადო ხარისხის და ის არ ტოვებდა კვალს თითზე, ან სხვა შემთხვევაში ადამიანებს უშვებდნენ მარკირების გარეშე და ჩვენ ადამიანი გამოვიჭირეთ, რომლებიც ორჯერ აძლევდნენ ხმას სხვადასხვა უბანზე ან ერთსა და იმაზე უბანზე. ამიტომ, ერთმანეთთან დაკავშირებით თუ განვიხილავთ ამას, სიების პრობლემა, გაორების პრობლემა, პირადობის მოწმობების პრობლემა და ის, რომ მარკირება არ ხორციელდებოდა, ჯამში იძლევა მასობრივი მანიპულაციების საშუალებებს.
დამატებით ასევე მინდა გითხრათ, რომ გადასამოწმებელია პლანშეტი და პლანშეტის ინტერნეტ კავშირი არსებობდა თუ არა ვერიფიკაციის აპარატებთან, რადგან ამის ტექნიკური შესაძლებლობაც ჰქონდათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
გარდა ამისა, იქ სადაც არ ტარდებოდა არჩევნები ელექტრონული სისტემით, ჩვენ ვნახეთ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით მასიური ჩაყრა ბიულეტენების და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ უბანზე მოხდა სათანადო რეაგირება, სხვაგან არაფერი არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომპლექსურად ყველა ეს დარღვევა ქმნის მასობრივი გაყალბების ფართო სურათს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ დოკუმენტების ხელახლა გადამოწმება, შედარება და ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარიებს, ასევე დამკვირვებლებს.
ჩვენ ვიძლევით პირობას, მოგვცენ დაშვება და დავიცავთ პერსონალურ მონაცემებს ყველა იმ ადამიანის, ვის მონაცემებზეც გვექნება წვდომა და არ მივცემთ საფუძველს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, არც ცესკოს, რომ თქვან პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ისინი ამ ინფორმაციებს არ მოგვცემენ.
დამატებით ასევე, ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ სტატისტიკური მონაცემები, რაც ძალიან საეჭვოდ ქმნის ჯამურად ამ სიებში არსებულ ადამიანთა რაოდენობას. საქსტატის 2024 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა არის სამი 3 694 600 ადამიანი. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა ცესკოს მონაცემებით არის 3 524 000 ადამიანი, ანუ ქვეყანაში 186 306 ბავშვი და მოზარდი ცხოვრობს? მხოლოდ ეს არის სხვაობა? რატომ არის ასეთი რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში? და დავუბრუნდეთ ისევ საქსტატის მონაცემებს, საქსტატის მონაცემების თანახმად 2023-2024 სასწავლო წელს მხოლოდ სკოლებში აღრიცხულია 634 300 მოსწავლე, ხოლო 14 წლამდე ბავშვების რაოდენობა არის 772 000 ბავშვი, აქედან გამომდინარე ეს მონაცემებიც კი ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადამოწმდეს სიები და ასევე კიდევ ერთხელ ვამბობ,, ვერიფიკაციის დამდასტურებელი ქვითრები თავისი ვერიფიკაციის აპარატებში. – განაცხადა თამარ კორძაიამ.