https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მამუკა მდინარაძე: ახლა მე მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის და რას კადრულობენ ისინი

12:58; 1.11.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა.

“უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და მაგალითად, “სამართლიან არჩევნებს”  დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს. გავიგეთ ჯერჯერობით მხოლოდ ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ემთხვევა ერთი-ერთში ცესკო-ს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი სჩადიან უპრეცედენტო რამეს, რომ არ აქვეყნებენ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თავის მონაცემებს. წინა შემთხვევაში  გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ – მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, როდესაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში საერთოდ არ ქვეყნდება, იმიტომ რომ ასე მიაჩნიათ თურმე.

ახლა რაც შეეხება მთავარ თემას. ჩვენი საზოგადოება 6-დღიანი ბულინგის ქვეშ არის, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები, თითქოს ხმები მოიპარეს, თუმცა, არც ერთი მტკიცებულება ამის შესახებ, რეალური ფაქტი, ვინმეს არ წარმოუდგენია. ვერც ერთი – არც ერთი, როგორც გნებავთ, ისე გავიგოთ. „ტოპ ტვინებმაც”, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერაფერი მოტვინეს, თენგოც არაფერს იძახის, მაგრამ, ცოტა უფრო სერიოზულად თუ ამ საკითხს დავუბრუნდებით, მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს – „ქართული ოცნების” ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რა კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით.

მათ რომ არ ეგონათ, რომ გაუხმაურდებოდათ ეს ამბავი, ასეთი ფაქტებია აღმოჩენილი. როდესაც აქეთ გვაბრალებენ, ახლა მე მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის და რას კადრულობენ ისინი და მათი წარმომადგენლები.

სქემა N 1: გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი და ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, კიდევ მრავალი მსგავსი ფაქტი ამოვარდება. გუშინწინ მე თქვენ შეგპირდით, ჟურნალისტებს და საზოგადოებას, რომ მე კონკრეტულ ფაქტებს მოვიტანდი, თუ როგორ იპარავდნენ „ნაცმოძრაობის” კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების” ხმებს და რას კადრულობდნენ ამისთვის. გვაქვს 81  დადასტურებული, იდენტიფიცირებული ფაქტი, რომელსაც დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას. რადგან ისინი მტკიცებულებებს ვერ წარუდგენენ, არ წარუდგენენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ და რადგან ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამას ჩვენ გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ დეტალების შესახებ, რომ ამ ქვეყანაში, ვერავინ შეძლოს მსგავსი დანაშაულების, უფრო ზუსტად და პასუხისმგებლობით რომ ვთქვათ, სავარაუდო დანაშაულების ჩადენა. და რას შეეხება ეს 81 ფაქტი:

კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც აცხადებენ და ვიცით, დაიდენტიფიცირებული გვყავს, როგორც „ქართული ოცნების” მომხრეები, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ ხვდებოდათ სიიდან თავისი თავი ამოღებული. ირკვეოდა, რომ ისინი ნაცმოძრაობის კლასტერის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნულები იყვნენ მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში, ხშირ შემთხვევაში მოშორებით, მათი ჩაწერის ადგილიდან და შესაბამისი საარჩევნო უბნიდან. ანუ, დავუშვათ, მამუკა მდინარაძე რომ მივიდოდა, „ქართული ოცნების” ერთი რიგითი ამომრჩეველი დავუშვათ, პირობითად ვამბობ ჩემს სახელ და გვარს, საბურთალოზე, თავის საარჩევნო უბანში, ხვდებოდა მოცემულობა, რომ ის დანიშნული იყო მაგალითად, სამტრედიაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლად სხვა ოლქის საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ, რომ ხმა მიეცათ. ბევრმა მათგანმა მოახერხა, ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა. მაგალითად, თბილისის შემთხვევაში: დიდუბეში მცხოვრები ნონა ნემსაძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა 27-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც მივიდა, იქ აღმოაჩინა, რომ დანიშნული იყო „ევროპული საქართველოდან” ნინოწმინდაში წარმომადგენლად 25-ე საარჩევნო უბანზე. ასევე, მაგალითად მაყვალა ხატიაშვილი, რომელსაც ხმა უნდა მიეცა, რეგისტრირებულია შესაბამისად დიდუბეში და ხმა უნდა მიეცა დიდუბის 30-ე საარჩევნო უბანზე, მივიდა და გაირკვა, რომ ის იყო დანიშნული 53-ე საარჩევნო უბანზე ალეკო ელისაშვილის პარტიიდან. ნინო დვალი მივიდა სამგორში თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც ჩაწერილია და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მე-19 საარჩევნო უბანზე, ხმა ვერ მისცა მანაც იმის გამო, რომ აღმოჩნდა ამბროლაურში მეათე საარჩევნო უბანზე დანიშნული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ასევე, მაგალითები მომყავს, 81-ეს არ წაგიკითხავთ, მაგრამ რამდენიმე მაგალითს წაგიკითხავთ. ბორჯომში მაცხოვრებელი ელენე ელიოსიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა მე-4 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა დანიშნული „ლელოდან” საბურთალოს მე-3 საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მისცა. ნუკრი დოლაბერიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა წყალტუბოში 24-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა ქუთაისში დანიშნული 59-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოდან”. ნუგზარ ირემაძე ადიგენში ხმა უნდა მიეცა მე-15 საარჩევნო უბანზე, იქ ცხოვრობს და აღმოჩნდა ხულოში დანიშნული ალეკო ელისაშვილის პარტიიდან 23-ე საარჩევნო უბანზე. და ასეთი გვაქვს 81 იდენტიფიცირებული შემთხვევა, როდესაც „ქართულ ოცნებას” მოჰპარეს ხმა და ამ კონკრეტულ ადამიანებს არ მისცეს საშუალება, რომ ხმა მიეცა იქ, სადაც არის ჩაწერილი  და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ისინი ამოღებულები იყვნენ საარჩევნო სიიდან იმიტომ, რომ სპეც.სიაში იყვნენ შეყვანილები იქ, სადაც იყვნენ ასე მოტყუებით მათი პირადი მონაცემების მოპოვებით. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ბუნებრივია ამ სიას გადავუგზავნით საქართველოს პროკურატურას და დეტალურად ვთხოვთ მათ, რომ გამოიძიონ ეს საკითხები.  ვინ, რა ნომრით, როგორ მოიპოვა მათი პირადი მონაცემები და როგორ დანიშნა სხვაგან მათი პარტიის წარმომადგენლად, „ქართული ოცნების” მომხრეები, რომლებსაც ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს არის გამოძიების საქმე და საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც ხელი ეშლება მოქალაქეს თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. 162-ე მუხლია სხვათა შორის, სისხლის სამართლის კოდექსში.

 სქემა N2: აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის” კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ. ანუ მათ წილისყრით მოუწიათ მოქალაქეებთან მისვლა, იმ მოქალაქეებთან, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა და როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და ისინი იყვნენ „ქართული ოცნების” მხარდამჭერები, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს, ისარგებლეს იმით, რომ იმის შესახებ, რომ ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო შესაბამის ფურცელზე ინფორმაცია არ ჰქონდათ მოქალაქეებს და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა.

მაგალითად, ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის N38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის წაღება ამომრჩეველთან წილისყრის საფუძველზე წილად ხვდა „ნაცმოძრაობას” და „ლელოს” – ხელმოწერები არ იყო გადასატანი ყუთი როდესაც დაბრუნდა უბანზე, იმიტომ, რომ მათ იეჭვეს, რომ ძირითადად გადასატან ყუთში ვინც ათავსებდა თავის არჩევანს გაფერადებულს, ისინი იყვნენ „ქართული ოცნების” მომხრეები. ასე მოჰპარეს სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები. აქაც ხელი შეუშალეს შეგნებულად იმით, რომ არ მოაწერინეს ხელი, იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში გაბათილდებოდა მონაცემები. ეს არის მეორე სქემა, რომელსაც კადრულობდნენ „ნაცმოძრაობის” კლასტერის წარმომადგენლები, იმ შემთხვევაში თუ წილისყრის საფუძველზე ისინი მოხვდებოდნენ გადასატან ყუთთან.

ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებიც, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავში და რამდენიმე საარჩევნო ოლქში, როგორ ცდილობდნენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ ანუ. მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები ამაზე არ ვისაუბრებ ამის იქით რასაც მე ვამბობ. ისინი ხომ ყველაფერზე საუბრობენ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ამის იქით მე არაფერს ვიტყვი, სანამ კონკრეტული ფაქტები არ გვექნება. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორ სქემაზე, როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოჰპარეს კონკრეტულ ადამიანებს, „ქართული ოცნების” მომხრეებს თავისი  არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები. 81 იდენტიფიცირებული შემთხვევაა. ზოგ შემთხვევაში მათ ვერ მოახერხეს, „ქართული ოცნების” ამომრჩეველმა შეძლო, რომ წასულიყო საარჩევნო უბანზე და მიეცა ხმა, აქ უკვე მცდელობაა ხმის მოპარვის. ზოგ შემთხვევებში, იმ შემთხვევებში, რომელიც მე დღეს წარმოგიდგინეთ ვერ შეძლო.

მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს საქმე. ჩვენ მივაწვდით დეტალურ  ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა მე ვისაუბრე და სალომე ზურაბიშვილის ერთი ცნობილიო გამონათქვამისა არ იყოს, „სადაც  არ უნდა გათხაროო” თუ რაღაცას, რომ ამბობდა. მართლა მათ გამოთხარეს ისეთ რაღაცები რასაც არ ელოდნენ, ამ დაბრალებებით,  ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს და აბრალებენ სხვას იმას, რის მცდელობებიც და ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ, განხორციელებული, დამთავრებული დანაშაულიც სახეზე გვაქვს. ამიტომ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული მოქმედება თუ ის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და შემდეგ საბოლოო ჯამში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ჩვენი წარმოდგენით. მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის  162-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში საქმე გვქონდა,  ერთი მხრივ, უკვე დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც ხმები მოჰპარეს, ხელი შეუშალეს ადამიანებს საარჩევნო ნების გამოვლენაში, მეორე შემთხვევაში, ასეთი მცდელობაც ,ასევე, დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც მცდელობა ჩაიდინეს ასეთი ხელშეშლის. დანარჩენ მტკიცებულებებს როდესაც მოვიძიებთ დამატებით წარმოგიდგენთ და  არ ვილაპარაკებთ ჰაერზე არც ერთ საკითხთან დაკავშირებით”,_ განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: “ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე”

10:41; 11 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო  ამის საუკეთესო მაგალითია” _ მაკა ბოჭორიშვილი 

10:38; 11 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ერთადერთი სარგებელი, რაც აქედან შეიძლება მივიღოთ ისაა, რომ გაიზრდება “ოცნებით” უკმაყოფილოთა რიცხვი” – დავით ზურაბიშვილი

09:53; 11 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10 დეკემბერი, 2025

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - რისი თქმის საშუალებას იძლევა უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები?

ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ყველა სიახლე

სამართალი

საიამ სტრასბურგში “გავრილოვის ღამის” საქმე მოიგო

14:02; 11.12.2025
სამართალი

გენერალურმა ინსპექციამ შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავა

13:59; 11.12.2025
მსოფლიო

დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

13:49; 11.12.2025
სამართალი

სუს-ი – არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ

12:56; 11.12.2025
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:35; 11.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან თანამდებობის პირების ხელფასები კვლავ იზრდება – ვის რამდენი ექნება ანაზღაურება

11:50; 11.12.2025
საზოგადოება

Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობები წარადგინა

11:41; 11.12.2025
საზოგადოება

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

11:33; 11.12.2025
სამართალი

უმძიმესი ავარია ნაძალადევში – მანქანა ჯერ შვილს დაეჯახა, შემდეგ _ დედას

11:22; 11.12.2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11.12.2025
ბახვიჰესი

საზოგადოებასთან ურთიერთობები – გამჭვირვალობა და ჩართულობა

10:46; 11.12.2025
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: “ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე”

10:41; 11.12.2025
პოლიტიკა

“ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო  ამის საუკეთესო მაგალითია” _ მაკა ბოჭორიშვილი 

10:38; 11.12.2025
ზაფრანი

იპოვე შენი პროფესია…

10:08; 11.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

10:07; 11.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო