საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ განახორციელა პროექტი – „სამუსიკო სკოლების დათვალიერება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში მათი საჭიროებების აღწერის მიზნით“.
პროექტის ფარგლებში ჩოხატაურის ფილიმონ ქორიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებმა. პროექტის მიზანია საქართველოში მუსიკალური განათლების ხელშეწყობა; პოტენციური პროფესიონალი კადრების მოძიება და მათი პროფესიული განვითარება. ღონისძიებას კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე და პროექტის ავტორი, კონსერვატორიის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ნუცა კასრაძე გურიის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved