თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს.
“1 წელი გავიდა სოფელ კირბალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობიდან. მიუხედავად ჩვენ მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციისა, რითაც ვითხოვდით მისი მკვლელების ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საერთაშორისო სიაში შეყვანას, მისი მკვლელის ვინაობა ხელისუფლებას დღემდე არ გამოუვლენია.
ეს მაშინ, როცა ივანიშვილი და მისი პარტია საქართველოს მოქალაქეებისგან სამარცხვინო ბოდიშის მოხდას ითხოვს”,_ ნათქვამია განცხადებაში.