ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. “პრეზიდენტი ბაიდენის მოწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტად არჩეული ტრამპი შეხვედრას გამართავენ ოვალურ ოფისში, ოთხშაბათს, 11:00 საათზე. დამატებით დეტალებს მომავალში გავავრცელებთ,” – ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე მოდის, შეხვედრები ტრადიციულად ითვლება ამერიკულ პოლიტიკაში.
ცნობისთვის, 2020 წელს დონალდ ტრამპმა არ მიიწვია ჯო ბაიდენი, რომლის წინააღმდეგაც საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა 7 ნოემბერს თავის გამოსვლაში აღნიშნა დონალდ ტრამპის სამომავლო ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობა, და პირობა დადო, რომ ამას ხელს შეუწყობდა.