https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართველი კოკაია, კრეისერი „ავრორა“ და მოტყუებული იაპონელი

10:16; 10.11.2024
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას თანამემამულე სამართალდამცველებს გადავცემ.

იმედია ქართველი „მილიციონერები“ არ გამინაწყენდებიან და მკითხველის სამსჯავროზე რამდენიმე ძველ ისტორიას გამოვიტან. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

ტრისტან ყავლაშვილი, პოდპოლკოვნიკი:

„პერესტროიკის პერიოდში, ლენინგრადში ერთი ქართველი თაღლითი მოღვაწეობდა, გვარად კოკაია. იგი ძირითადად უცხოელებზე მუშაობდა და სხვადასხვა ხერხებით მათ ფულს სძალავდა.

კოკაიას ყველა საქმე იმდენად კურიოზული იყო, რომ მათი კითხვისას სიცილისგან ვსკდებოდით. სულ მიკვირდა, თუ როგორ ახერხებდა კოკაია ასეთი ხალხის პოვნას. არადა, უმეტესი მათგანი სერიოზული ბიზნესმენი იყო. სხვათა შორის კოკაის დიდხანს ვერ ვიჭერდით და მისი ბოლო საქმის შემდეგ ისეთი სკანდალი ატყდა, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაძლიერეთ.

საქმე კი ასეთი იყო: ჩვენს განყოფილებაში კარგად ჩაცმული, შუახნის, საკმაოდ სოლიდური გარეგნობის იაპონელი ბიზნესმენი მოიყვანეს. როგორც მორიგე პატრულმა განმარტა, იაპონელი, „ავრორას“ სადგომიდან აიყვანეს, რადგან მას იქ საშინელი სკანდალი აუტეხავს და „ავრორას“ დაცვის სამი წევრი ისე სასტიკად უცემია (იაპონელი „კარატისტი“ აღმოჩნდა), რომ მათ მძიმე დაზიანებები აღმოაჩნდათ.

ბიზნესმენი, თურმე, „ავრორას“ ხალხისგან დაცარიელებას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ ეს გემი მისი საკუთრება იყო და სამშობლოში უნდა წაეყვანა, რის დამადასტურებელ საბუთადაც მან რუსულ, ინგლისურ და იაპონური იეროგლიფებით ნაწერი ფურცელი წარადგინა. მას კოოპერატიული ფირმა „შიბლას“ (არც მეტი და არც ნაკლები, ფირმას სწორედ ასე ერქვა) ბეჭედი ერტყა, რომელიც იაპონელს ნებას აძლევდა, ამ ფირმის საკუთრებაში მყოფი „ავრორა“ იაპონიაში წაეყვანა და ხელმოწერით ადასტურებდა ამ ბიზნესმენისგან 120 ათასი ამერიკული დოლარისა და 200 ათასი საბჭოთა მანეთის წინასწარ მიღებას. ხელს ალექსანდრე ყაზბეგი აწერდა.

ასეთი საბუთის წარმომდგენი „ავრორას“ დაცვას გიჟი ეგონა და მისი ფსიქიატრიულში წაყვანა სცადა, მაგრამ კარატისტმა იაპონელმა ისინი სასტიკად სცემა. ერთი სიტყვით, როდესაც იაპონელს ყველაფერი განვუმარტეთ და ავუხსენით, რომ „ავრორა“ სახელმწიფო კუთვნილებაა და მისი გაყიდვა სისულელეა, ანუ ეს ყველაფერი ბლეფი იყო-მეთქი, ის კაცი ისეთი „დაგოიმებულ-გაბრუებული“ ჰყავდა თაღლითს, რომ კარგა ხანს არ სჯეროდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასარწმუნებლად.

ერთი სიტყვით, აშკარა იყო კოკაიას ხელწერა და როდესაც იაპონელი გონს მოეგო და დაწვრილებითი ჩვენება მოგვცა, ჩვენი ვარაუდი, რა თქმა უნდა, დადასტურდა.

როდესაც კოკაია დავიჭირეთ და ვკითხეთ, თუ როგორ მოახერხა მან ასეთი სერიოზული კაცის გაბითურება, გვიპასუხა: „ის იაპონელი ისეთი დიდი მოწონებით უმზერდა „ავრორას“ და ამასთანავე ისეთი სულელური თვალები ჰქონდა, იმ წუთასვე მივხვდი, რომ ადვილად მოიწველებოდაო.“

მალხაზ გიგაური, პოლკოვნიკი:

„ინტენსიური სასწავლო გაფრენების შემდეგ გუდაუთაში. ბომბორას აეროდრომზე შევჩერდით, რათა დაგვესვენა და დილით კვლავ ვაზიანში დავბრუნებულიყავით.

საღამოს, როგორც ყოველთვის სუფრა გავშალეთ და „შევუბერეთ“. ექვსი კაცი ვიყავით, ოთხი ბოთლი არაყი გვქონდა და რას გვეყოფოდა?! ერთი რუსი მფრინავი გვყავდა-სტიოპა. ნახევარი მარაგი რომ გამოვცალეთ, ამ სტიოპამ დაიწუწუნა, „ეს პირის გასასველებლადაც არ გვეყოფაო“ და ჩვენი სუფრის ერთ-ერთ წევრს დაავალა – „წადი, იჩალიჩე, იქნებ კიდევ ოთხი-ხუთი ბოთლი არაყი იშოვნოო.“

ჩვენი მეგობარი გავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა ცარიელი. ამასობაში კიდევ ერთი ბოთლი გამოვცალეთ და მიუხედავად იმისა, რომ სტიოპა უკვე ბარბაცს იწყებდა, ეტყობოდა, სასმელი არ ეყოფოდა.

უცებ სტიოპა თავად წამოდგა „მალე მოვალო“ თქვა და გავიდა. ჩვენ ნელ-ნელა გავაგრძელეთ სმა და ვიფიქრეთ – „ალბათ, სტიოპამ სადმე მიიძინა, შარს არ გადაეყაროს-მეთქი“ და ბოლო ჭიქები სასწრაფოდ გამოვცალეთ, რათა მის საძებნელად წავსულიყავით.

უკვე წამოვდექით, გასვლას ვაპირებთ და კარები იღება, სტიოპა შემოდის, ხელში კი ხუთლიტრიანი ბოცა უჭირავს, რომელიც სასმელითაა სავსე.

„იპარებოდით, არა, არწივებო?“ – წაიღიღინა და დავსხედით. ბოცას რომ შევხედე, გულზე შემომეყარა, რადგან ჩემი ჭაჭით სავსე ჭურჭელი ვიცანი რომელიც ვაზიანში მქონდა შენახული.

სტიოპამ, სასმელი რომ არ ეყო, თვითმფრინავი დაქოქა, ვაზიანში ჩაფრინდა და იქიდან გუდაუთაში ჭაჭა ჩამოიტანა…“

ნოე ახალაია, მაიორი:

„ალბათ, ყველას ემახსოვრება, კომუნისტების დროს რომ სპორტლოტოს გათამაშება იმართებოდა. ორმოცდაცხრა ბურთულიდან ექვსი ნომერი უნდა გამოგეცნოთ და ათი ათას მანეთს იგებდით.

გათამაშება მარტივი წესით, პირდაპირ ეთერში ხდებოდა. სტუდიაში ექვსკაციანი კომისია იჯდა, რომელიც დანომრილ ბურთულებს ჯერ ამოწმებდა, შემდეგ „ბარაბანში“ ყრიდა და დატრიალების მერე, თითო-თითო ამოჰქონდა. ისინი ხსნიდნენ და ტელეკამერების წინ აჩვენებდნენ მომგებიან ნომრებს. მოგების შანსი ორ-სამ კაცს თუ ჰქონდა (ეს გამოთვლილი იყო) თითოეულ გათამაშებაზე, დანარჩენი ფული კი სახელმწიფოს ბიუჯეტში შედიოდა.

ექვსკაციანი კომისიის თითოეული წევრი, თითო ბურთულას იღებდა, ჩაწყობის შანსი არ არსებობდა, რადგან ბურთულების დანიშვნა გამორიცხული იყო. ამ გათამაშებას „კაგებე“ აკონტროლებდა, თითოეული გამარჯვებული მკაცრ აღრიცხვაზე აგვყავდა ხოლმე და თუკი ერთი ადამიანი ორჯერ მოიგებდა მაქსიმალურ თანხას, მაშინ ის ჩვენი ეჭვის ქვეშ დგებოდა და ფარულ გამოძიებას ვიწყებდით.

ამ გათამაშების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ „სპორტლოტოში“ გამარჯვებულთა რაოდენობამ ძალიან იმატა და თუ ადრე 2-3 ადამიანი იგებდა ათი ათასს, შემდეგ მათი რაოდენობა ოცდაათამდე გაიზარდა თითოეულ გათამაშებაში. თანაც, რამდენიმე მოთამაშემ ოთხ-ოთხჯერ მოიგო ეს თანხა და ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ამ გათამაშებას ვიღაც „აწყობდა“. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ძიება, მაგრამ ვერანაირად ვერ მივხვდით, თუ რა გზით ხდებოდა ეს.

თითოეული გათამაშების წინ ამ კომისიის ერთ-ერთ წევრს ბურთულები სტუდიაში შემოჰქონდა, ჯერ ყველა ბურთულას სათითაოდ ხსნიდა და მათ ნომრებს აფიქსირებდა, შემდეგ კი კვლავ ხრახნიდა, „ბარაბანში“ ყრიდა და გათამაშებაც იწყებოდა. რა არ ვცადეთ, მაგრამ – ამაოდ. ერთი სიტყვით, ჩიხში შევედით, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ზედ გათამაშების წინ, უფრო სწორად კი ბურთულების ამოღებამდე კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩვენი თანამშრომლით შეგვეცვალა, თუმცა რა უნდა მოეცა ამას, ვერ წარმოგვედგინა.

ეს თანამშრომელი მე აღმოვჩნდი და სწორედ მე მომიწია პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი ბურთულის ამოღება „ბარაბნიდან“. სხვათა შორის, ეს ბურთულა ნომერი 13 ე. წ. თარსი რიცხვი აღმოჩნდა. გათამაშება დასრულდა, სტუდიიდან გამოვედი, სახე მიბრწყინავს და წინ ჩემი უფროსი შემეგება, რომელიც მეკითხება: „აბა, რას მიაგენი, ნოე, დანაშაულის ძაფი ხომ არ იპოვნეო“, ხოლო მე საკმაოდ თავდაჯერებულად ვუპასუხე: „ამხანაგო მაიორო, მგონი ბურთულების ჩაწყობის საიდუმლოს მივაგენი-მეთქი“, რაზეც მას ირონიულად გაეღიმა, მაგრამ როდესაც ჩემი მოსაზრება ვუთხარი, თავში შემოირტყა ხელი და ხარხარი აუტყდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მოსაზრება სწორი ყოფილა და ეს საქმე ჩვენ გავხსენით და აი, როგორ…

როდესაც მე სპორტლოტოს „ბარაბანში“ ჩავყავი ხელი და ბურთულებს მოვუფათურე, ვიგრძენი, რომ რამდენიმე მათგანი, სხვებთან შედარებით, ცივი იყო. ბევრი სიბრძნე არ დასჭირვებია იმის მიხვედრას, რომ ერთმანეთში შეკრული კომისიის ექვსივე წევრი გათამაშების წინ ექვს ბურთულას მაგრად ყინავდა და „ბარაბანში“ ყრიდა.

აი, ასე იღებდნენ იქიდან სასურველ ბურთულებს. ამ გზით თაღლითებმა სამ მილიონ მანეთზე მეტი მოპარეს სახელმწიფოს, მაგრამ იმდენად გონებამახვილურად ჰქონდათ მოფიქრებული ეს ყოველივე, რომ კარგა ხანს ვიწვალეთ…“

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

რატომ იჩემებთ ნივთებსა და აქსესუარებს

13:53; 9 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

გიყვართ შოკოლადი?

13:51; 9 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

ზამთრის სტილი

13:49; 9 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

ვის შეუძლია უსაზღვროდ გამდიდრება

11:32; 8 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი” – ბიძინა კულუმბეგოვის 15-დღიანი დიეტა

11:30; 8 დეკემბერი, 2025

„კონცერტი“

„ენაკვიმატი მწერალი“

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11:19; 10.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025
ფინანსები

ვალუტის კურსი 10 დეკემბრისთვის

9:51; 10.12.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

9:29; 10.12.2025
პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

9:24; 10.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვა და უამინდობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

9:19; 10.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025
0

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო