თბილისში, პირველ სამშობიაროში, გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.
მშობიარე კლინიკაში 10 ნოემბერს შეიყვანეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ბუნებრივი მშობიარობა გართულდა, ხოლო საკეისრო კვეთაზე თავად ექიმებმა თქვეს უარი და ოჯახის წევრებს არწმუნებდნენ, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. ამ დროისთვის ჩვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
mtavaritv