საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატია დაძაბულ მატჩში 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა „მიხეილ მესხი არენაზე“ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მატჩის ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგზე სწრაფად განვითარებული შეტევა გიზი მამაგეიშვილის დარტყმით დასრულდა, მარკო სოლდოს ფეხიდან ასხლეტილი ბურთი კი ხორვატების კარში აღმოჩნდა.