„სახლში ვთამაშობთ, სავსე ტრიბუნები იქნება და აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს შეხვედრა, ჩვენი გეგმა ესაა. ვიცი, სწორად თუ ვიმუშავებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლებელი არ იქნება. შანსი გვაქვს.
ეს ჩემი, როგორც ფეხბურთელის, ბოლო იმედია, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ იქ მოსახვედრად.
ვფიქრობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო და ზუსტად იგივე გრძნობა მაქვს ახლაც. ვიცი, რომ სწორად მუშაობის შემთხვევაში, მუნდიალზე თამაში შეგვიძლია”, _ განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.