ბატონი ვახტანგ ცხადაძე ერთ ისტორიას ხშირად იგონებდა:
„ჯანსუღ ჩარკვიანის ენამოსწრებულობა ცნობილი ამბავია. ერთხელ, თამადა ვიყავი ქორწილში და ხელისმომკიდეების სახელები შემეშალა სადღეგრძელოს თქმის დროს.
ჯანსუღმა ნამუსი „მომწმინდა“ – არ გაიკვირვოთ, ხალხნო, წინა ქორწილის კონსპექტი აქვს წამოღებულიო.
მოკლედ, ერთხელ ჯანსუღი მისულა ისეთ სუფრაზე, სადაც არავის იცნობდა. სთხოვეს, თამადად დადექიო, მაგრამ უარი უთქვამს – არავის ვიცნობ და უხერხულიაო. მოკლედ, მოუწია თამადის გვერდით დაჯდომა. გადმოიწევა თურმე თამადა ჯანსუღისკენ და ჩასჩურჩულებს ყურში: ბატონო ჯანსუღ, ეგერ რომ კაცია, რა ჰქვიაო.
ეს აზრზე არ არის, მაგრამ, უთხრა – ჟორაო. ოჰ, მადლობაო. გავიდა ცოტა ხანი, ისევ ჩასჩურჩულა: იმის გვერდით რომ კაცი ზის, იმას რა ჰქვიაო. იმას, თენგიზიო. კიდევ გადაიხარა და ჰკითხა: ეგერ იმ კაცსო.
ამოუვიდა ჯანსუღს ყელში და მიაძახა: თუ კაცი ხარ, შემეშვი, რას შემაწუხე, მაგდენი რომ მცოდნოდა, შენ დამასწრებდი თამადობასო?!“
ავტორი